LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამი ფეხბურთი: თუ არ დათვერი, არ გათამაშებთ (ვიდეო)

32

ნორვეგიელები დაინტერესდნენ, თუ როგორი იქნებოდა მთვრალი ფეხბურთი, ამიტომ საკმაოდ სახალისო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მატჩში მონაწილეობის მიღება მსურველებს, მხოლოდ ალკოჰოლის დიდი დოზის მიღების შემდეგ შეეძლოთ.
წესების მიხედვით, მსაჯებს შეეძლოთ თამაში ნებისმიერ დროს შეეჩერებინათ, ფეხბურთელი ალკოტესტით შეემოწმებინათ და თუკი ორგანიზმში სპირტის დონე 1.0-ზე ნაკლები იქნებოდა, მაშინ ამ ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი აღარ ჩაითვლებოდა.
გარდა ამისა, მოთამაშეებს სიმთვრალის შესანარჩუნებლად სმის გაგრძელება თამაშის დროსაც ევალებოდათ. ეფექტი კი მართლაც გასაოცარი იყო: ნასვამი ფეხბურთი ანგარიშით 4:3 დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები