Nascar-ის რბოლის დროს ერთ-ერთი პიტ-სტოპი კინაღამ უბედური შემთხვევით დასრულდა. Ford Mustang-ით მოძრავმა ბრედ კესელოვსკიმ ავტომობილის მართვა დაკარგა და რომ არა ბედნიერი შემთხვევითობა, ავტომობილი მექანიკოსთა ჯგუფს გაიტანდა.
მრბოლელმა ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილის გაჩერება ვერ შეძლო, თუმცა მას გაუმართლა და სუპერქარი საჭირო დროს თავისით გაჩერდა. მოდელი პირდაპირ პიტ-სტოპთან აღმოჩნდა, სადაც მას საბურავები გამოუცვალეს და საწვავიც შეუვსეს.
აღსანიშნავია, რომ რბოლაში ჩეიზ ელიოტმა გაიმაჯვა. Chevrolet Camaro ZL1-ში მოკალათებულმა პილოტმა ტრეკი 259,637 კმ/სთ სიჩქარით გაიარა.