LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA-მ სამაგიდო თამაში წარმოადგინა

60

„შავი პარასკევის“ ფარგლებში, ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ, სამაგიდო თამაში წარმოადგინა.

„ეძებთ სამაგიდო თამაშს „შავ პარასკევს“? გთავაზობთ უფასო გასართობს „შავი ხვრელების“ შესახებ“, – დაწერა NASA-ს პრეს-სამსახურმა „ტვიტერში“ და პოსტს თეგი #BlackHoleFriday დაურთო.

გალაქტიკათშორისი მოგზაურობის გარდა, მოთამაშეებს შეუძლიათ ლოს-ანჯელესის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიასა და იაპონურ ტელესკოპს VSOP ეწვიონ, ასევე ესტუმრონ სხვა გალაქტიკებსაც.

თამაშში 2-დან 4 ადამიანამდე მონაწილეობს, რომლებიც „ანტიგრავიტაციულ ჟეტონებს“ აგროვებენ და რომლებიც პირველები უნდა მივიდნენ პუნქტის დასასრულამდე – „შავ ხვრელამდე“.

 

Fall-into-a-Black-Hole----NASA--o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები