Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნარმანიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა ჩვენი მოსახლეობის დაცინვას ნიშნავს – ირაკლი ნადირაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა ჩვენი მოსახლეობის დაცინვას ნიშნავს – ირაკლი ნადირაძე

50

დედაქალაქის ყოფილი მერი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება. დავით ნარმანია პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრის პოსტს დაიკავებს, „სემეკში“ ის პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.

თავად დავით ნარმანიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

„დავით ნარმანიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე, ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის დაცინვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუფასა მას თბილისელების ერთ ლარად გადაცემული ქონება და გაეშვა მრავალათასიან პენსიაზე. ეს მოასწავებს დიდ უბედურებას ენერგეტიკაში,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„მისი ამ მაღალხელფასიან პოზიციაზე დაბინავება არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, „ქართული ოცნების“ წარუმატებელი მაღალჩინოსნები მაინც მოთავსდებიან თბილ ადგილებზე,“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები