LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია : ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის დავალება დროული იყო

92

ღამის კლუბებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის დავალებას თბილისის მერი დროულად აფასებს. მისი თქმით, „დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე პერიოდულად ისმის წუხილი“.
„პრემიერის დავალება იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკითხი იყოს შესწავლილი და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა იქნას აღკვეთილი“, – განაცხადა ნარმანიამ.