LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია: „ბას ლეინზე” დგომისთვის მძღოლები დაჯარიმდებიან

153

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე მანქანების გაჩერებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

მერი მოუწოდებს მოქალაქეებს გაითვალისწინონ ახალი შეზღუდვები, მათ შორის, “ბას ლეინები” და ველობილიკები.

“მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს შეზღუდვებს და სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებს ნუ გამოიყენებენ მანქანების გასაჩერებლად, სხვა შემთხვევაში მათზე გავრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

23 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში მოძრაობს და მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდება.

რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა 21 სექტემბერს გაიხსნა. პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო და ამისათვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.