LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა ექნება – შსს

86

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიმართ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა ექნება.

„ჩვენთვის რამდენიმე რამ არის პრინციპული, როცა საქმე ეხება რეალიზაციას, ცალსახად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი და ამაზე მგონი განსხვავებული პოზიცია არავის აქვს. ასევე, ჩვენთვის პრინციპულია, რომ არ მოხდეს მოხმარების წახალისება და ეს არ გახდეს კრიმინალის წყარო, ანუ სისტემა ახალ მომხმარებლებს არ უნდა ითრევდეს, პირიქით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება შემცირდეს მოხმარება და იყოს ზრუნვა არსებულ მომხმარებლებზე,“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები