LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე – სერგი კაპანაძე

72

“ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, სერგი კაპანაძემ,  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქით,  „ევროპული საქართველოს“  პოზიციაა, რომ “კანონპროექტი, რომელიც დღეს არსებობს, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, მათ შორის იმ კუთხითაც, რომელზეც საპატრიარქო საუბრობს. სხვადასხვა ადგილები ამ კანონში უფრო მეტად დასახვეწია“.

საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვას. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.