ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე ვებგვერდზე მავნე ნივთიერება კარფენტანილი სხვა დასახელებით იყიდება. მისი თქმით ახალგაზრდები მოიხმარენ ამ ნივთიერებას და შედეგად ხვდებიან კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში.
სიხარულიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებას, სადაც სინთეზური ნარკოტიკული საშუალებით მოქალაქეების ინტოქსიკაციაზეა საუბარი.
როგორც ზურა სიხარულიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, არაფერი იცის გარდა იმისა, რომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით არის დაკითხვაზე დაბარებული.