LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნარკოფაშიზმის შემოქმედებმა, ნარკოფაშიზმის გამგრძელებლებს შეუთვალეს, ნარკოპოლიტიკის ცვლილებას მოვახდენთო”

137

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი  გრიგოლ ვაშაძის მიერ დღეს გაკეთებულ წინასაარჩევნო დაპირებას ემხმაურება. ნაჯა ორაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახსენებს.

“ნარკოფაშიზმის შემოქმედებმა, ნარკოფაშიზმის გამგრძელებლებს შეუთვალეს, ნარკოპოლიტიკის ცვლილებას ჩვენ მოვახდენთო, ციხის კარებს გავხსნითო, ხალხი ბნელია არ ემახსოვრებათ 2006 წელი და ჩვენი დაწყებული ნულოვანი პოლიტიკაო. გამგრძელებლმა, მერე რა რომ 2012 წლიდან გპირდებით ცვლილებას, ჯობია კანონი უკან გამოვითხოვოთ, ჯერ ხალხი მზად არაა ზრუნვის და ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვისო. ხალხი ბნელიაო ამათმაც. და ამათ. ვუხდით სიცოცლის ბილომდე ხელფასს”, – წერს ნაჯა ორაშვილი.

გრიგოლ ვაშაძე მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს ამნისტიას ჰპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები