LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

103

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა-შენახვისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე, მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შსს ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები