LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნარიყალაზე კედლის ნაწილი ჩამოიშალა” (ფოტოები)

745

ნარიყალაზე, შესასვლელის მარჯვენა მხარეს, კედლის ნაწილი ჩამოიშალა.

ინფორმაციას ამის შესახებ, ვლასი ვაწაძე ავრცელებს.

როგორც “ფორტუნას” მერიიდან აცნობეს, ეს ავარიული ნაწილია და კედლის ჩამოშლის პროცესი ახალი ამბავი არ არის.

“ავარიული ნაწილია ჩამოშლილი, ეს არ არის ახალი ამბავი. მერიასთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებული აქვს და რა თქმა უნდა, ეს ნაწილიც გაკეთდება”, – განაცხადეს მერიაში.

ნარიყალას ციხის სამ წლიანი რეაბილიტაციის პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.

ფოტოები, რომელსაც ვლასი ვაწაძე ავრცელებს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები