ისტორიული ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, I ეტაპის სამუშაოების ფარგლებში დასრულდა: სატრაპეზოს პირველ სართულზე იატაკის მოწყობის სამუშაოები კერამიკული ფილებით, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს: სატრაპეზოს ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოები- სატრაპეზოს ფასადის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით და აგურით ასევე შიდა კიბის მოწყობა. ასევე ძველი გალავნის აღდგენა, რომელიც სატრაპეზოს დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს.
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის I ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.