LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა – CNN ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ სტატიას უძღვნის

60
Untitled design (1)

გავლენიანი გამოცემა CNN საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ სტატიას უძღვნის.

ხვიჩა კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო: The New York Times

სტატიაში, სახელწოდებით – „ხვიჩა კვარაცხელია: „ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა“, ჟურნალისტი წერს, რომ „ნაპოლის“ ყოველთვის ჰყავდა ძლიერი, შემტევი ფეხბურთელები, მაგრამ არავინ ყოფილა ისეთი – როგორიც მარადონა. თუმცა სტატიის ავტორი ქვესათაურში აღნიშნავს – „როდესაც კვარას ხედავენ, მარადონას ხედავენ“.

„ივლისში, „ნაპოლიში“ ცელქი, გაუგონარი ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის აურზაურის გარეშე ჩამოვიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ. მას სიყვარულით „კვარადონა“ შეარქვეს“, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ, 77-ნომრიანი მაისურით უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

ჟურნალისტი კვარაცხელიას შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მან 16 მატჩში 8გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ზალკალიანი ხვიჩა კვარაცხელიაზე – ვერ აღგიწერთ, რა განცდა მეუფლება, ეს არაჩვეულებრივი სპორტსმენი ჩვენი იმედია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები