„ნაპოლი, მიყვარხარ” – ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს თასის მიღების შემდეგ წარმოთქვა. ინფორმაციას Setanta Sports Georgia ავრცელებს.
ცნობისთვის, სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.
სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის – ვიქტორ ოსიმენს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლიში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.