ნაპოლეონ ბონაპარტის დანა-ჩანგალი აუქციონზე გაიყიდა და უცნობმა კოლექციონერმა მასში 11 250 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, არტეფაქტი ვერცხლისგანაა დამზადებული და მოოქროვილია. მათზე იმპერატორის ინიციალი N-ია ამოტვიფრული და ის სპეციალურად იმპერატორისთვის, 1810 წელს, პარიზში დაამზადეს.
აქამდე დანა-ჩანგალი ცნობილი კოლექციონერის, ვინმე უისტონის ოჯახში ინახებოდა და მისმა შთამომავლებმა რელიკვიასთან გამომშვიდობება გადაწყვიტეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დანა ჩანგალი ბონაპარტს 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლის დროს მოჰპარეს.