LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელი წითელ ხალიჩაზე დედასთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

17

სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი ყოველთვის ახერხებს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. თუკი დღესდღეობით მას საკუთარ დედასთან, 66 წლის ვალერი მორისთან იდეალური ურთიერთობა აქვს, წლების წინ, დედა-შვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ვალერი 19 წლის იყო, როდესაც ნაომი ეყოლა. საკუთარი შვილი აღსაზრდელად ნათესავებს მიაბარა, თავად კი გადაწყვიტა, ცნობილი მოცეკვავე გამხდარიყო.

თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, სუპერმოდელმა აღიარა, რომ დედის დანაკლისმა მას შეუპოვარი ხასიათი გამოუმუშავა: ის ყველაფრის მიღწევას დამოუკიდებლად მიეჩვია, თუმცა არაფერში დედას არ ადანაშაულებს.
პრემია The British Awards-ზე ნაომი სწორედ დედასთან ერთად გამოჩნდა. გარშემომყოფებმა მალევე აღნიშნეს მათი მსგავსება. 66 წლის ვალერი ქალიშვილზე მაღალი და გრაციოზულია, და როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს ასაკი არ აშინებს.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები