„კელვინ კლაინმა“ მორიგი სარეკლამო კამპანია MyCalvins ჩაუშვა, რომლის სახეებიც ბელა ჰადიდი და ნაომი ქემპბელი გახდნენ. ასევე ფოტოსესიაში მოხვდნენ სერიალ „ეოფორიას“ ვარსკვლავი ჯეიკობ ეკლორდი, დიჯეი დიპლო და მომღერალი ჩჟან ისინი.
ბრენდის კამპანიის მთავარი მიზანი მოდელების მაქსიმალური ბუნებრიობის ჩვენება და საზოგადოების სექსუალურობაზე მსოფლმხედველობის შეცვლაა. საინტერესოა, რომ ბელა ჰადიდი „კელვინ კლაინთან“ პირველად თანამშრომლობს, ნაომი ქემპბელისთვის კი, ეს ბრენდთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.