LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და ლინდა ევანგელისტა Apple-ის ახალ სერიალში გამოჩნდებიან

557
safe-image (1)

Apple TV+ 90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.  სერიალში მონაწილოებას ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ტოპ-მოდელები სერიალის პროდიუსერების როლსაც მოირგებენ, პროექტის რეჟისორი კი ოსკაროსანი  ბარბარა კოპლი იქნება.

„იმედი გვაქვს, რომ სერიალში ასახული ჩვენი ცხოვრება მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყაროდ იქცევა“, –  განაცხადა კემპბელმა.

სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები