თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მსახიობმა ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა სეზონის ბოლოს სერიალი „სხვისი შვილი“ დატოვა.
ეს ის სერიალია, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი ასრულებს. ჰალილი კი ნანუკას უწევდა პარტნიორობას.
თურქი ჟურნალისტი ბირსენ ალთუნთაში საკუთარ ბლოგზე წერს, რომ ჯეიჰანს FOX TV-ს ახალ სერიალში, Dirty Basket-ში გადაიღებენ.
ახალ სერიალში ჰალილის გმირის სახელი მურათი იქნება. რაც შეეხება პარტნიორ ქალს, სერიალში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, მელისა დონგელი შეასრულებს.
ვინ შეცვლის “გაუცინარ კაცს“ სერიალში და დარჩება თუ არა ნანუკა სტამბოლიშვილი სერიალში „სხვისი შვილი, ამ ეტაპზე უცნობია.