LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „გავსკდი ტირილით! გემუდარებით, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია“

760
Untitled design (9)

გაშვილებული ტყუპების – ანო და თაკო სართანიების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ ერთმანეთი, წლების შემდეგ, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ იპოვეს. ტყუპი დები გადაცემის „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმრები იყვნენ, სადაც საკუთარ ამბავზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

ვიდეო: გაშვილებული ტყუპების დაუჯერებელი ამბავი – როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი

აღნიშნულ გადაცემას სოციალურ ქსელში მსახიობი ნანუკა გულუა ეხმიანება და წერს, რომ ეძებს ძმას, რომელიც ასევე გააშვილეს. ნანუკა გულუა ასევე მიმართავს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს, რომელმაც წლების წინ მასშტაბური პროექტი – „ვეძებ“ წამოიწყო და უამრავ ადამიანს ოჯახის გაშვილებული წევრი აპოვნინა:

„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომელის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ! თამუნა მუსერიძე – ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას რომელის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ…

Posted by Nanuka Gulua on სამშაბათი, 05 მარტი, 2024

ვიდეო: ,,დედა, ჩემი შენს ცხოვრებაში შემოსვლა არ იყო შეცდომა…მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ შენთვის…” – გაშვილებული ტყუპი დის ემოციური მიმართვა მშობელს

ვიდეო: ,,მამაჩემის დახმარებით და გადაწყვეტილებით გამაშვილეს, არასდროს ვაპატიებ” – გაშვილებული ტყუპი დების ისტორიის უცნობი დეტალები

ვიდეო: „ჩვენამდე მოვიდა ამბავი, რომ ბიოლოგიურმა დედამ იცის ჩვენს შესახებ” – გაშვილებული ტყუპი დები

“მესიზმრებოდა პატარა გოგო, რომელიც მესაუბრებოდა” – გაშვილებული ტყუპი დები საერთო შიშებსა და სიზმრებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები