ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში მუდმივად რომ აქტიურობენ სიახლე ნამდვილად არ არის.
წყვილი სხვადასხვა იმპროვიზაციასაც ხშირად წარმოგვიდგენს ხოლმე.
საზოგადოებაც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ოჯახს, მათ შორის ივანიშვილების ყველაზე პატარა წარმომადგენელს, რომელიც მშობლებთან ერთად ვიდეოებში ხშირად შეგხვდებათ.
ამჯერად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ბერასა და პატარა ბერუკას უსაყვარლესი ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ნანუკამ ქმარ-შვილს თავად გადაუღო. ვიდეოში, ბერასა და ბერუკას ერთად, ტკბილად სძინავთ.
ვიდეოდანვე ირკვევა, რომ ოჯახი ზღვისპირეთში ისვენებს.
https://www.instagram.com/p/CBD4GH5BNEu/?igshid=3q7ly07p9pp9&fbclid=IwAR2mBDAQ08KlCNWnSG6sduTttOqmir3V8yKPQ-h2Cti3duDO2S-649Ozvwc