ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „ვრემიას“ რედაქტორს საცხოვრებელს სთავაზობს. მისი თქმით, ის ერთადერთი რუსია, ვისაც შეიფარებს.
„ვრემიას რედაქტორი ერთადერთი რუსი იქნება, რომელსაც პირადად შევიფარებ, რუსეთიდან თუ გამოადეპორტებენ.
სამსახურსაც შევთავაზებ.
Marina Ovsyannikova -Waiting for you in Georgia. “, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერი ომის საწინააღმდეგო აქციამ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა(როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ვრემიას“ რედაქტორმა) გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.
ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა