LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „თქვენი ხმა აუცილებელია.. იქნებ ერთ დღეს ნიკას გინებებზე, ჩაცმულობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ფაქტი, რომ უბრალოდ ცოლს სამსახურის მანქანა ათხოვა“

180
ფორტუნა - 2023-05-16T123744.417

„როცა სამსახურის მანქანაში ჩაჯდებით, გაიხსენეთ, რომ ამ ქვეყნის, მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორი, ზუსტად იგივე მიზეზის გამო ციხეში გამოკეტეს“, — ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წლის გასვლას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ამ კონტექსტში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ახლა თითოეული ადამიანის პოზიცია მნიშვნელოვანია.

„როცა სამსახურის მანქანაში ჩაჯდებით, და ქოცებს არ მივმართავ, აი, რაღაცნაირ შუაშისტებს, თემა რომ არ გეპონტებათ და არ აპროტესტებთ, გაიხსენეთ, რომ ამ ქვეყნის, მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორი, ზუსტად იგივე მიზეზის გამო ციხეში გამოკეტეს.

და თქვენ რომ ხმა ამოგეღოთ, იქნებ საქართველოს პრეზიდენტს ეცადა, ბიძინაზე კაი ტიპი ყოფილიყო.

ჩვენი ხმა, რაც არ უნდა ხმამაღალი იყოს ის, არ ყოფნის ქალბატონ სალომეს. თქვენი ხმა აუცილებელია და იქნებ ერთ დღეს ნიკას გინებებზე, ჩაცმულობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ფაქტი, რომ უბრალოდ ცოლს სამსახურის მანქანა ათხოვა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები