LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, ფრანგი ექიმები ამბობენ, რომ 24 წლის გოგოს გადაარჩენენ, ვაგროვებთ ბილეთების ფულს“ – პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

518
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს.

„მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამოც, რაც შეიძლება მალე ის საფრანგეთში უნდა ჩაფრინდეს.

ფრანგი ექიმები ამბობენ, რომ 24 წლის გოგოს გადაარჩენენ.

ვაგროვებთ ბილეთების ფულს. გვჭირდება 5 ათასი$,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.

TBC: #GE66TB7408945061100105

მიმღები: მარიამ მაჩაბელი-ბოძიაშვილი

საქართველოს ბანკი: #GE47BG0000000103260926

მიმღები: მარიამ მაჩაბელი-ბოძიაშვილი

ინფორმაციისთვის, მარიამი მძიმე დაავადებას 2016 წლიდან ებრძვის. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს ბოლოს, 2022 წლის ზაფხულში ფილტვსა და გულთან არსებული მეტასტაზები ამოკვეთეს, რის შემდეგაც გადის რეაბილიტაციის კურსს, ამჯერად კი გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრება ესაჭიროება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები