საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა
ჟორჟოლიანი მას მადლობას და ბოდიშს უხდის და წერს, რომ გმირი შვილის გამზრდელი, თავადაც გმირი მამა იყო:
“გმირებს, გმირი მშობლები ზრდიან და ასეთი იყო არჩილ ტატუნაშვილის მამა, რომელიც გარდაიცვალა. კანონზომიერი იქნებოდა, უკრაინაში რუსების მარცხი ენახა.
მადლობა მას და ბოდიში!
დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს!
რუსეთი მკვლელია”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, გივი ტატუნაშვილი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
რაც შეხება თავად არჩილ ტატუნაშვილს, ის ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.
მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადასცეს.