LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ფსიქიატრთან ასევე უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს”

837
ნანუკა

გუშინ პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვი უცნობმა ქალმა სახის არეში დაჭრა და მიიმალა,თუმცა, მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, შემთხვევას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია.
რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადატურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი.

დაინახეს რომ მარტო არ არიან და დაინახეს რომ შეიძლება გყავდეს ფსიქიატრი, მაგრამ ცხოვრობდე სრულყოფილი ცხოვრებით.

ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია , რის გამოც აალბათ ფსიქიატრთან არც კი მისულა. ფსიქიატრთან ასევე უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები