LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერეკლე კოდუა ინტერპოლმა ძებნიდან მოხსნა“

411

ნანუკა ჟორჟოლიანი ექსმეუღლე ერეკლე კოდუას ინტერპოლის ძებნიდან მოხსნას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ კოდუა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა და მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული.

„ერეკლე კოდუა ინტერპოლმა ძებნიდან მოხსნა. ვულოცავ საბას მამას ამ მაგარ ამბავს:)“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები