LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: დიდება უკრაინას, რომელსაც ვერ ვიცავთ საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან!

133
Untitled design

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება და წერს, რომ „უკრაინას საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან ვერ ვიცავთ“.

ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი და ეს ჩვენი უძლეველობის წელია, ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!

„შარშან, ამ დღეს დაიწყო მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლა და დაიწყო ჯოჯოხეთი დღეები უკრაინელებისთვის, რომლებსაც კლავენ, აწამებენ, სამშობლოს ართმევენ.

უკრაინელებმა აქამდე არსებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველა სტანდარტი შეცვალეს.

გვაჩვენეს, რომ მჟავე კიტრის ქილითაც კი შეიძლება იბრძოლო „თვით“ პუტინის წინააღმდეგ. გვაჩვენეს, რომ სამშობლოს დაცვა, მოდელებისთვის მსახიობებისთვის, ორსული ქალებისთვის და ჯარისკაცებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

საბედნიეროდ, პრეზიდენტი აღმოჩნდა ზელენსკი და არა იანუკოვიჩი!

დიდება უკრაინას, რომელსაც ვერ ვიცავთ საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან! დიდება გმირ ხალხს!

უსუსურ მდგომარეობაში მყოფებმა გამარჯვება მაინც ვუსურვოთ ნამდვილ მეგობრებს!,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვის დროს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდებოდა, დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებდა.

ოლენა ზელენსკა: უკრაინის წელმა სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას

„ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას.. იმ დღემდე არ მოვისვენებთ” – ევროპული საბჭო

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები