LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანტის ქუჩებს ზედმეტი რეკლამისგან გაათავისუფლებენ

133
Capture

საფრანგეთში, ქალაქ ნანტში სარეკლამო ბილბორდების მასშტაბური დემონტაჟი დაიწყეს. „ვიზუალური სმოგი“ (ასე უწოდებენ სპეციალისტები ზედმეტ რეკლამას) მერიის აზრით, ტურისტებს აფრთხობს, ქალაქის ისტორიულ ნაწილს კი ძალიან ამახინჯებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Limited Times ავრცელებს.

მთლიანობაში ქალაქი გარე რეკლამის 70%-ისგან უნდა გაათავისუფლონ. ქუჩებიდან სრულად აიღებენ ბილბორდებს, რომელთა ზომაc 12 კვადრატულ მეტრზე მეტია.

გარდა ამისა, დარჩენილი რეკლამის განთავსება დაუშვებელი იქნება სასოფლო სამეურნეო ზონებში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

„ანტი-სარეკლამო“ პროექტი 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ რეკლამისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს ბრატისლავაშიც და ყველაზე მკაცრი ზომები სანაპიროსა და მწვანე ზონებში მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები