ნანკა კალატოზიშვილი პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, არის თუ არა საქართველოში დაცული ბავშვების სიცოცხლის უფლება:
„სახელმწიფო ჩვენი ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს კონცერტებზე, ნაგვის ურნებზე, მაგრამ მისთვის ბავშვი, მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, პრიორიტეტული არ არის. ასეთ ქვეყანაში საერთოდ არაფერს აქვს აზრი. როცა ბავშვს ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდება, ხომ ხედავთ, სოციალურ ქსელებში ერთმანეთის პოსტებს აზიარებენ. ხალხი ერთმაენთს მაქსიმალურად ეხმარება, როგორც შეუძლია, მაგრამ ეს ადამიანები მილიონერები არ არიან – გაღატაკებული ხალხია… პირადად მე, მსახიობს, რა შემიძლია? ის, რომ ადამიანებს თანადგომა გამოვუცხადო, მივიდე და გვერდით დავუდგე… ონკოპაციენტ ბავშვებთან დაკავშირებით რაც მოვისმინეთ, ძალიან კარგია, მაგრამ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 12-მა ბავშვმა რა დააშავა?..“