LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს

171
Untitled design (1)

რუსი ოკუპანტები უკრაინაში სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ, საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე არის ჩართული. აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში, კიევში, უკრაინის ხელისუფლება სარაკეტო იერიშებს ელოდება ლვოვის ოლქშიც.

როგორც უკრაინული მედია წერს, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკოს აცხადებს, რომ დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

„ნანგრევების ქვეშ ხალხია, რომლებიც სადღესასწაულო დღეს სახლში იყვნენ. საგანგებო სიტუაციებისა და ქალაქის ყველა სამსახური ადგილზეა“, – წერს კირილ ტიმოშენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები