LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ნებიერიძე: „სულ ვოცნებობდი მეორე შვილზე, ბიჭზე და ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილიშვილი, ალექსანდრე…“

513
nana-nebieridze

ნანა ნებიერიძე გია ჯაჯანიძის გადაცემაში სტუმრობისას საუბრობს, როგორი შეგრძნებაა, იყო ბებია:

„მე, ალბათ, სტანდარტული ბებია ვარ. ყველაფერს, ფაქტობრივად, ერთად ვაკეთებთ. ალექსანდრე მეძახის გოგოს. მეორე სახელი მაქვს. ერთხელ მკითხა, გოგო, შენ პასპორტში გოგო გიწერია? თავისით თქვა პირველი სიტყვა. მას შემდეგ ყველა ასე მეძახის. ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან, რომ ახალგაზრდა ბებია ვარ. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, ჭადრაკი, ბოქსი – ეს მაქვს საკუთარ თავზე აღიარებული. სწავლა და განათლება მეორე ბებიას ეხება. ყოველთვის ვოცნებობდი მეორე შვილზე, ბიჭზე, მადლობა ღმერთს, რომ ახლა მყავს ალექსანდრეს სახით მეორე შვილი. მკაცრი არ ვარ, ვთხოვ იმას, რაც აუცილებელია, იცოდეს ქართველმა მამაკაცმა…“

ნანა ნებიერიძე: „რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, რად მინდა გვერდით მამაკაცი-მეთქი, ახლა კი ვხვდები, კი არ მჭირდება, მინდა…“

ნანა ნებიერიძე: „შენი წლოვანება ზუსტად უნდა აღიქვა და მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ რის ტრაგედია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები