სპორტსმენი ნანა ნებიერიძე პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს:
„მარტო ვარ. რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, რად მინდა გვერდით მამაკაცი-მეთქი, ახლა კი ვხვდები, რომ კი არ მჭირდება, მინდა, საყვარელი მამაკაცი, ადამიანი, რომელსაც დავეყრდნობი, ფიქრებს გავუზიარებ და მასთან ერთად მშვიდად ვიცხოვრებ. აქამდე არ მინდოდა, ახლა მინდა. ეს აზრი ასაკის მატებასთან ერთად მოვიდა…“