LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ლორთქიფანიძე: „სამჯერ ვიყავი გათხოვილი და სამივეჯერ დიდი სიყვარულით შევქმენი ოჯახი. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, რომ გვერდზე მყოლოდა საყვარელი მამაკაცი….“

171
ნანა ლორთქიფანიძე მთავარზე

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ აღნიშნავს, რომ 60 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება შესაძლებელია:

„მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ფიზიკურ შესაძლებლობებს სცდება, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, დაიწყო. 60 წლის ვარ და სურვილები ზუსტად იგივე მაქვს, როგორიც 30 წლის ასაკში მქონდა, თუმცა მერე რაღაცების განხორციელებას ვეღარ ახერხებ…

მე, მაგალითად, ახლა ძალიან გამაბედნიერებდა ერთი კარგი რემონტი ჩემს სახლში (იღიმის). ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიანაც მინდა. მე კი არა, 85 წლის არის დედაჩემი და დღესაც უნდა ახალი კაბა, ახალი ფეხსაცმელი რომ ჩაიცვას და ისე მიიღოს მეგობრები, ან თვითონ ეწვიოს სხვას. თუმცა როცა არ არის ამის შესაძლებლობა და ეს ხშირად ხდება, ამის გამო არ ვითრგუნები…“

ვიდეო: ნანა ლორთქიფანიძე: „კარგად ვარ, თუმცა სულ რომ მოვკვდე, მაინც უნდა ვილაპარაკოთ დედამთილებზე და სიდედრებზე…“

კითხვაზე, რას ფიქრობს სიყვარულისა და საყვარელი მამაკაცის შესახებ, რომელიც მის გვერდით შეიძლება იყოს, მსახიობი ასე პასუხობს: 

„ეგ ეტაპი უკვე დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში (იცინის). არასდროს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ მე ამ წუთას ამ განწყობაზე არ ვარ. ჩემი ცხოვრებიდან ჩანს ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება. სამჯერ ვიყავი გათხოვილი და სამივეჯერ დიდი სიყვარულით შევქმენი ოჯახი. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, რომ გვერდზე მყოლოდა საყვარელი მამაკაცი. ახლა კი მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო, ჩემი შვილისა და შვილიშვილების ბედნიერებაზე ვიზრუნო…“

ნანა ლორთქიფანიძე: „60 წლის ვარ და დღეიდან ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება! ახლა აქ ვდგავარ და ვკანკალებ…“

ნანა ლორთქიფანიძე: „პირად ცხოვრებაში იღბლიანი რომ ვიყო, ოჯახს რამდენჯერმე კი არა, ერთხელ შევქმნიდი და კარგი და მყარი ოჯახი მექნებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები