Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნანა გეგეჭკორი: „საუკეთესო ბიჭი წაგვართვა, ქუჩის კვეთისას გაიტანა… „გავლენიანი მამიკოს” შვილი აღმოჩნდა…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „საუკეთესო ბიჭი წაგვართვა, ქუჩის კვეთისას გაიტანა… „გავლენიანი მამიკოს” შვილი აღმოჩნდა…“

67529
nana

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც შარტავაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს ასახავს, რის შედეგადაც 8 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

ექიმი წერს:

„იმედია, ეს არანორმალური სამაგალითოდ დაისჯება,  რომ არავის მოუნდეს ამ სიგიჟის გამეორება. რით განსხვავდება ეს მძღოლი იმ ველურებისგან, ვინც ბავშვებს დამიზნებით ხოცავს. ოღონდ არ დაიწყოთ ამის გამართლება. როცა ასე მართავ მანქანას, ზუსტად იცი, ძალიან მაღალია შეცდომის ალბათობა. შეცდომა კი შეიძლება სიცოცხლის ფასი ღირდეს.

რამდენიმე წლის წინ საუკეთესო ბიჭი წაგვართვა, (მეგობრის 16 წლის ბიჭი) სწორედ ასეთმა არანორმალურმა, ქუჩის კვეთისას გაიტანა ბავშვი,  მოსახვევიდან შემოვარდნილმა მანქანამ, რომელიც წითელზე გადიოდა მაღალი სიჩქარით. „გავლენიანი მამიკოს” შვილი აღმოჩნდა და ცხადია, „მზრუნველმა მშობლებმა“ მისი გამართლებაც კი სცადეს. მეტიც, როგორც ვიცი, მართვის მოწმობაც სპეციალური ცოდნის გარეშე ჰქონდა მოპოვებული და ახალი მძღოლი იყო…“

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „ნუ დაგყავთ ეგ თქვენი მახინჯი „ბეემვეები“ არაადამიანურად, თქვე ხამებოო, თქვენ!.. ბავშვს ფეხი მოაჭრეს და მომავალი დაენგრა!..“

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდომარეობა

შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები