LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „აცრილებს ვაქცინაციიდან 6 თვე დაგვიწესეს, გავიდა ეს პერიოდი და ყველა ცოცხალია… ვინ გასცემს პასუხს მათ, ვინც არ აიცრა და კოვიდს შეეწირა?

1072
nana
აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ვაქცინაციის შესახებ და აღნიშნავს, რომ მას ერთმა ადამიანმა სოციალური ქსელის საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა და მას „ფაიზერით“ გარდაცვალება უსურვა:
„კოვიდზე ასაცრელად მივდიოდი, ლიფტში წერილებს გადავავლე თვალი და უამრავ თხოვნა-კითხვას შორის, აქა იქ ლანძღვა-წყევლა-კრულვაც იყო. ერთ-ერთი წყევლა; ფაიზერით სიკვდილს გისურვებ, 6 თვეში მაინც მოკვდები.
პირველ აპოკალიფტურ ვადად აცრილებს ვაქცინაციიდან 6 თვე დაგვიწესეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, გავიდა ეს პერიოდი და ყველა ცოცხალია. ვადამ წელიწადზე გადაიწია. სიკვდილს ახლა, განსაკუთრებული იმუნური რეაქციები წამოეწია და ვაქცინირებულებში კოვიდის ახალი ვერსიების ლეტალური გამოსავლით გვაშინებდა, ვისაც არ ეზარებოდა.
პასუხისმგებლობის გრძნობა რომ არსებობდეს, წესით, ხომ უნდა გვენახა ამ ადამიანებისგან თუნდაც ერთი სიტყვა, შ ე ვ ც დ ი…
ვინ უნდა გასცეს პასუხი იმ ადამიანების ახლობლებს, ვინც დაიბნა, არ აიცრა და კოვიდს შეეწირა?
P.S. ჩვენს ჰოსპიტალში, კარდიოლოგიის დეპარტამენტი აიცრა ამერიკაში ვაქცინააციის დაწყების პირველ დღეს. ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ, აგერ უკვე მეორე წელი სრულდება. მეორე, მესამე წრეზე გავიარეთ კოვიდ-ბეწვის ხიდზე, ვაქცინირებულებმა სრულიად უსიმპტომოდ.
მეცნიერება, წყევლა და სიბრიყვე გაუმტარი ჯავშანჟილეტია. ატარეთ და დიდხანს, ჯანმრთელად იცხოვრებთ…“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები