ბაია დვალიშვილის გადაცემაში იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი თავისი ცხოვრებისა და 62-წლიანი სიყვარულის შესახებ საუბრობენ. მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მშობლები პასუხობენ წამყვანის კითხვებს იმ რთული პერიოდის შესახებ, როდესაც მათი ვაჟი მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა…
ნანა დათუნაშვილი:
„ყველაფერი კარგი იყო, ჩემი შვილიშვილი მიხაროდა, ჩემი თავი, სოსო მიხაროდა პარიზის ქუჩებში, რამდენი რამ ფილმებიდან გაქვს ნანახი და იცი, მაგრამ ის შენი დარდი და ტკივილი თან დაგყვება… თან მიგყვება, არ გტოვებს… ორმოცამდე, რომ გითხრათ, ვერ ვგრძნობდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. პანაშვიდებზე ვერ ვგრძნობდი. პირველად ვამბობ ამას და არ მიწყენს ჩემი სოსო… ჩვენ ხომ ასეთი სიყვარული გვაქვს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ერთი სისხლი და ხორცი ვართ. პანაშვიდებზე სოსო ცუდად გახდა, მე ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. სოსო შედიოდა ოთახში და იწვა. სულ ველოდებოდი, იქნება… იქნება… მიხვდით? რომ ჩემი შვილი იქ მარტო არ იყოს იქ-მეთქი. რა ვქნათ, ვცოცხლობთ და გვაძლებინებს სიყვარული. მხოლოდ ჩემი და სოსოსი არა. შვილების, შვილიშვილების… ბავშვისგან, რომელიც ახლახან გახდა 5 თვის, იმხელა სიყვარული მოდის… კი მინდა იმქვეყნად წასვლა ჩემს შვილთან, მაგრამ ესენიც რომ ძალიან მინდა, რა ვქნა?!.“
ფოტო: 80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება – ნინი გოგიჩაიშვილმა ბებია და ბაბუას პარიზის საგზური აჩუქა