LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამქერის და ლიპყინულის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვა მოქმედებს – რა ხდება გზებზე

143
გზა თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც გზების გარკვეულ მონაკვეთებზე არსებული ვითარება და კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვებია მითითებული.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნამქერის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 

#რახდებაგზებზე
#იმგზავრეუსაფრთხოდ

? ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Saturday, January 13, 2024

 

 

 

#რახდებაგზებზე
#იმგზავრეუსაფრთხოდ

? ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Saturday, January 13, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები