LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი უკრაინული ბორშის რეცეპტი შეფ-მზარეულ მიხეილ ავსაჯანიშვილისგან

1082
page

რადიოს „ფორტუნა“ დილის ეთერის სტუმარი გახლდათ „Bocuse d’Or Georgia“-ს პრეზიდენტი, შეფმზარეული მიშა ავსაჯანიშვილი, რომელმაც მსმენელს ტრადიციული უკრაინული „ბორშის“ რეცეპტი გაუზიარა.                

მიშა, როგორ მზადდება ტრადიციული უკრაინული ბორში?

თითქმის სამი წელი ვცხოვრობდი უკრაინაში და იქ ვისწავლე ნამდვილი ბორშის გაკეთება და სწორედ იქ მივხვდი, რატომ არის უკრაინული ბორში საუკეთესო. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროცესი გახლავთ შემდეგი, ვხეხავთ ჭარხალს და ვასხამთ 1 ს.კ. ძმარს, 1 კოვზ მარილს, 1 კოვზ შაქარს და 50 მგ წყალს. ვდგამთ დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში  ვშუშავთ თავდახურულ მდგომარეობაში. რაც შეეხება შემდეგს ეტაპს, ადუღებულ წყალში ვყრით კარტოფილს, შემდეგ ვამატებთ კომბოსტოს და სტაფილოს, ცალკე ზეთში ვშუშავთ ხახვს ტომატ პასტასთან ერთად და ბოლოს, როდესაც ყველა ინგრედიენტი მოიხარშება, ვამატებთ ჭარხალს, რომელიც მოვამზადებთ და ვამატებთ, ოხრახუშს ან კამას. მივირთმევთ ნივრიან პურებთან ერთად.

შენი საქმიანობის შესახებ გვესაუბრე, რაიმე სიახლეები ხომ არ გაქვს?

ჩემი საქმიანობა ამ ეტაპზე მოიცავს გადაცემას „სამზარეულოს ომები“, სადაც წამყვანი გახლავართ, პარალელურად ვარ „Bocuse d’Or Georgia“-ს პრეზიდენტი, ასევე საქართველოში „შოკოლატერიის“ ფედერაციის პრეზიდენტიც გავხდი და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით.

ჭეშმარიტად ქართული ტრადიციული ხარჩოს რეცეპტს „ბოკუზ დორ საქართველოს“ პრეზიდენტი, შეფ- მზარეული, მიხეილ ავსაჯანიშვილი გვიზიარებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები