LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი ბეტმობილი გასაყიდად გამოიტანეს

40
გამოცემა Classic Driver-ის ინფორმაციით, 1960-იან წლებში გამოშვებულ ბეტმობილს, რომელიც სპეციალურად ბეტმენის სერიალისთვის შეიქმნა, ამერიკული კომპანია – LBI Limited აუქციონზე გასაყიდად განათავსებს.
ბეტმობილი დიზაინერის – ჯორჯ ბარისის კოლექციის ნაწილი იყო. ავტომობილი კონცეპტ-ქარის Lincoln Futura-ს ბაზაზეა აწყობილი. ავტომობილი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით და რვა ცილინდრიანი ძრავით, რომელიც სპეციალურად ბეტმობილისთვის Ford Galaxie-მ დაამზადა. აქამდე ისტორიული მოდელის მხოლოდ 5 ეგზემპლარი არსებობდა, რომელიც 1966 წლიდან 1968 წლამდე ტელესერიალის სხვადასხვა გადაღებებში გამოიყენებოდა.
ბეტმობილის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აღნიშნული მოდელი ერთხელ უკვე 2013 წელს 4.2 მლნ დოლარად გაიყიდა. ბეტმობილის მყიდველი საჩუქრად მიიღებს ბეტმენის მოტოციკლს და ასევე ბეტციკლს, რომელიც ბარრისომ-ის თანაავტორობითაა შექმნილი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები