LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად არ წარმომედგინა ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი – თაკო ნაცვლიშვილი [ვიდეო]

tako

ქართველი ახალგაზრდა და წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საქართველოშია. ის მილანიდან ჩამოვიდა, სადაც სწავლობს და თან სამოდელო ბიზნესში აქტიურადაა ჩართული.

როგორც თავად ამბობს, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა მისი კურსელები ყველაფერში ეხმარებიან.

“ვსწავლობ მილანში, უკვე პირველი წელია ფეშენ მარკეტინგზე და კომუნიკაციაზე. ჩემი სტუდენტური ცხოვრება სხვებისგან განსხვავდება, რადგან თან ვმუშაობ (მოდელად). დატვირთული განრიგი მაქვს – უნივერსიტეტები და გადაღებები. ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯგუფელები მყავს, არ მეგონა თუ უცხოელებს ასეთი მეგობრობა შეეძლოთ. თუ გადაღებაზე ვარ, მუდმივად ხაზზე არიან და მიგზავნიან ყველაფერს რაც სწავლისთვის მჭირდება,”- განაცხადა თაკო ნაცვლიშვილმა “იმედთან.”

მან ასევე, საკუთარ საქმეზე და უკვე მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. ამბობს, რომ წარმატების საიდუმლო, საქმის სიყვარულშია.

“უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ. ყველა გადაღება მსიამოვნებს და ვცდილობ არაფერზე უარი არ ვთქვა. ჩემთვის ყველა გადაღება მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა მაღალი დონისაა თუ დაბალი…

ნამდვილად არ წარმომედგინა ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი. მინდოდა, ვოცნებობდი, მაგარამ დარწმუნებული არ ვიყავი,” – აღნიშნა მოდელმა.

თაკო ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა “ვიქტორია სეკრეტში” მონაწილეობაზეც. როგორც მან აღნიშნა, ამ კონკურსში მონაწილეობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენჯერაც სააგენტო მონაწილეობას შესთავაზებს, იმდენჯერ აპირებს “ვიქტორია სეკრეტის” ჟიურის წინაშე გამოსვლას.

“პირველზე ისეთი მოუმზადებელი მივედი, მონაწილეობაში საერთოდ არ ვთვლი. ამიტომ ვამბობ, რომ კასტინგზე ორჯერ ვარ გასული. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ამ კასტინგზე ჩემი გადაწყვეტილებით არ გავდივარ. სააგენტო მირეკავს და მთავაზობს ამას, ხუთჯერ რომ შემომთავაზოს, ხუთჯერვე გავალ. კასტინგის პროცესი ძალიან კარგად შუქდება და ჩემთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა,” – ამბობს თაკო. 

კითხვაზე, რა არის მიზეზი, რომ ის “ვიქტორია სეკრეტის” მოდელი ვერ გახდა თაკო ნაცვლიშვილმა ასე უპასუხა: “ალბათ ელოდებიან უფრო დავიხვეწო, უფრო ქალური გავხდე, არ ვიცი.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები