LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამცხვრები სხვადასხვა ცხოველის 3D ფორმებით – ბავშვებისთვის საკონდიტრო ბრენდი შეიქმნა

81

ბაზარზე ქართული წარმოების საბავშვო საკონდიტრო პროდუქცია „ვიპკო“ გამოვიდა, რომელსაც კომპანია Georgian Production+ აწარმოებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ვიპკოს” ბრენდის ქვეშ იწარმოება საბავშვო ბისკვიტის ნამცხვრების სერია, სხვადასხვა ცხოველის 3D ფორმებითა და შოკოლადისა და ხილფაფის შიგთავსით.

„ჩვენმა გუნდმა შექმნა თანამედროვე ევროპული სტანდარტების საკონდიტრო/ტკბილეულის საწარმო, რომელიც სერთიფიცირებულია ISO სერთიფიკატით.  მუდმივად მიმდინარეობს საწარმოს ლაბორატორიული კონტროლი. ”ვიპკო” ორიენტირებულია ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული  და 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შექმნას ჯადოსნური სამყარო თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის!“ – აცხადებენ Georgian Production+ში.

მათივე ცნობით, მალე კომპანია ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს სიახლეებს სხვა საკვები პროდუქტების მიმართულებითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები