სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
რიონის ხეობაში სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ.
გვიან ღამით ადგილზე კარავიც გაიშალა, სადაც საგანგებო შტაბი მოაწყვეს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უპირველესია, ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს.”-განაცხადა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა
ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.