LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია – დავითაშვილი

77
1572870288-ლევან-დავითაშვილი

„წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, გზშ-ის ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად, როგორიცაა: გეოლოგიური, გეოფიზიკური, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები, ასევე თან ერთვის წყალტუბოს თერმული წყლების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევა, რომელიც შესრულებულია „TEMELSU INTERNATIONAL ENGINEERING“ კომპანიის მიერ.

„რაც შეეხება ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენას კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებზე, აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების, კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე, ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები