გუმათში აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.
სამართალდამცველები კი მათ მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე პილიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც იყო.
„ არ გვეძლევა სახლებში წასვლის უფლება. რას ვაზიანებთ იმით, რომ ამ ბარიკადის მეორე მხარეს გადავიდეთ. განმარტოს პოლიციამ, შსს-მ, რას ვაზიანებთ იმით, რომ გადავდივართ ბარიკად მეორე მხარეს. გვაჩვენონ ოფიციალური დებულება, ბრძანება, გვაინეტრესებს, რა უწერიათ, რას ეხმაურება ეს ბარიკადი, რომელიც დგას უკვე არაერთი კვირაა“,-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.