LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ

48
ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატვას ისინი 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

ხვალ, 12 საათამდე თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ: ვარლამ გოლეთიანი

24 მაისის 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს – ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა იზრდება, ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.