LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის განუყოფელი ნაწილია – „ენკას“ დირექტორი

100
ენკა

კომპანია „ენკას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ  „ნამახვანჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია.

როგორც მერაბ ლომინაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან, გამართონ საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

„კომპანიის გუნდის, მიზანია, ყველა გავრცელებულ კითხვას და მათ შორის მითებს, რომელიც მრავლად არის პროექტის გარშემო გავრცელებული, გავცეთ პასუხები. ყველა დაინტერესებულმა პირმა აუცილებელია, მიიღოს ამომწურავი და სწორი ინფორმაცია. სწორედ ამ მიზნით, ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას. სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის, კითხვებზე მშვიდად პასუხის გაცემის სივრცე აღარ დარჩა.

თუმცა ამის მიუხედავად, ვაცნობიერებთ ვალდებულებას, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე და არა მარტო, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია“. – განაცხადა პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესი“ არის პროექტი, რომელმაც საქართველოში ელექტროეერგიის მოხმარების 11.5 პროცენტი უნდა უზრუნველყოს.

„ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოში ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 11.5 პროცენტი უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირ ანაცვლებს იმპორტირებულ ენერგიას. ზამთრის პერიოდში ეს ჩანაცვლება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

ქართული ელექტროენერგია ალბათ, არის ყველაზე სტრატეგიული პროდუქტი, რაც შეიძლება ჩვენ თავად ვაწარმოოთ, რომ ნაკლებად ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული“. – განაცხადა ლომინაძემ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობაზე.

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით. ასევე, იმედი გვაქვს, მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული იქნება და ყველა მხარე ჩაერთვება“. – განაცხადა „ენკა რინიუებლზის“ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დირექტორმა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, კომპანიის თანამშრომლები: სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორი – ელენე ღუბიანური; სოციალური პროექტების ხელმძღვანელი დავით ჩოჩია.

ამავე თემაზე

მიუხედავად მორატორიუმისა, თქვენ ახლა ხედავთ კაშხლის მშენებლობის პროცესს: ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები