LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრებში ჩამოსვლამდე კვეკვესკირი ავარიაში მოყვა: ფეხბურთელი ავტომობილს ნასვამი მართავდა

99
616006924b352-o-large

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური “ლეხ პოზნანის” ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც მედიაში გავრცელუბ ინფორმაციაში წერია, ვროცლავის “სილეზიას” დამარცხების შემდეგ, “ლეხის” ფეხბურთელებს ორი დღით დასვენების საშუალება მიეცათ. ნიკა კვეკვესკირი საღამოს ბარში იმყოფებდა, რომლის დატოვების შემდეგ ქალაქის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ დადგინდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ორგანიზმში ალკოჰოლი ჰქონდა და ის ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ამ თემაზე კომენტარს “ლეხ პოზნანიც” ავრცელებს.

“სიტუაცია მოხდა 2 ოქტომბრის საღამოს. ნიკა კვეკვესკირი “მერსედესის” ფირმის ავტომობილს მართავდა. პოლიციის განცხადებით მას სისხლში 0.8 მილიგრამი პრომი ჰქონდა და მანქანას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა”, – წერია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები