ყაზახეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სახალხო არჩევნებით აირჩევენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, არჩევნები ორ ეტაპად გაიმართება, სადაც ამომრჩეველს ადგილობრივი და უცხოელი კანდიდატებიდან საუკეთესოს შერჩევა მოუწევს. კანდიდატთა ვინაობა 26 დეკემბერს გახდება ცნობილი, ხოლო არჩევანის გაკთებას ყველა მოქალაქე სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მწვრთნელმა იური კრასნოჟანმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ფედერაციას ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა.